კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კვირეული
21 ოქტომბერი
 ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი

21 ოქტომბერს ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში ოფიციალურად გაიხსნება, კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი  კვირეული,  რომლშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობენ  სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2012 წლის კლიმატის კვირეული ლოზუნგია:

დავიწყოთ მცირედით - ერთად და ნელ-ნელა!

თბილისი21 ოქტომბერი
კვირეულის გახნა
11:00 – 12:00     მსვლელობა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის საკრებულომდე;
12:00–12:30       კვირეული ოფიციალურად გახსნა ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლებთან    ერთად;  
12:30 –13:00      მსვლელობა საკრებულოდან მეტეხის ხიდისკენ
13:00  – 13:30    მეტეხის ხიდთან აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან   მტკვარზე მოცურავე ნიჩბოსნები (10 ნავი –ათი ნიჩბოსნით);
14:00                  დახურვა

ქუთაისი21 ოქტომბერი
კვირეულის გახსნა

11:30   –  საქართველოს პარლამენტის ახალ შენობასთან (გასართობი ცენტრი ,,სულიკოს‘’ მიმდებარე ტერიტორია) ოფიციალურად გაიხსნება კლიმატის კვირეული, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
12:00  – კვირეულში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ბატონ გია ცაგარეიშვილს გადასცემენ  გარემოსდაცვით საკითხებთან  დაკავშირებით  შემუშავებული მიმართვის ტექსტს.

შემოგვიერთდით !!!
 კლიმატის ცვლილება ... ეს არ არის მითი  - ეს რეალობაა!!!

კლიმატის კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო. კვირეულის მიზანია, საზოგადოების მობილიზება და მისი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში. კვირეული ისევე როგორც წინა წლებში  ტარდება მთელი ქვეყნის მასტაბით და   მის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო
მედიასთან და საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახური